ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამხანაგურის მატჩი „ჯვაროსნების“ გამარჯვებით ანგარიშით 101:90 დასრულდა.
ისრაელთან შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადების ფარგლებში გაიმართა. აგვისტოში ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ლიბანის ნაკრები ანგარიშით 93:74 დაამარცხა.
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო 28 აგვისტოს მონტენეგროს თბილისში დაუპირისპირდება, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას შეხვდება.
კომენტარები
