შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს გრანდ სლემის ტურნირი, სადაც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პირველ წრეში თურქმენეთის წარმომადგენელი მაისა პარდაიევა დაამარცხა, მერვედფინალში ფინელ პილა მატიკაინენს სძლია, მეოთხედფინალში იტალიელ ჯულიანა კარნას აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ მართა ფავაზსაც სძლია.
ეთერმა ფინალში ასევე ფრანგ სარა-ლეონ სისიქს აჯობა და კარიერაში გრანდ-სლემზე ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა.
ცნობისთვის, დღეს შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები ოთხი წევრი გამოვიდა.
კომენტარები
