დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება.
კანონი, რომელიც რუსეთს კიბერთავდასხმებისა და მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო დამატებითი სანქციებს უწესებს, სენატმა ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.
მოსკოვი დონალდ ტრამპის ხელმოწერას არ დაელოდა და საპასუხო ზომები აამოქმედა. საგარეო უწყებამ რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის შემცირება მოსთხოვა და რამდენიმე შენობა და აგარაკი ჩამოართვა.
ამავე კანონის მიხედვით, სანქციები უმკაცრდება ასევე ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.
კომენტარები