ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ინსტაგრამზე გამოეხმაურა.
“თუ აშშ-ს სურს ენერგორესურსების ბაზარს ჩამოგვაშოროს, დაშალოს ეკონომიკა, მას არაფერი გამოუვა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ვაშინგტონს სანქციები ბუმერანგივით დაუბრუნდება და ის აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის განხეთქილებით დასრულდება.
ამერიკა კარნახობს ევროპას, ვისგან და რა იყიდოს. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ამის გამო განგაში უკვე გამოაცხადა”, – წერს კადიროვი ინსტაგრამზე.
კომენტარები