“ერთა ლიგა” – ტურნირი, რომელმაც საქართველოს დიდი წარმატება და ბედნიერება მოუტანა, იწყება! შესაბამისად, ვიწყებთ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლასაც. ეს ტურნირი “ჩვენია”, D ლიგიდან დავიწყეთ და ახლა A(ელიტარულ) ლიგაში დაწინაურებას ვლამობთ.
პირველ მატჩს შინ უმაყურებლოდ ჩავატარებთ (სომხეთთან პლეი-ოფში მომხდარის გამო) და ჩრდ. ირლანდიას დავუპირისპირდებით – დღეს, 20:00 საათზე, “დინამო არენაზე”.
ვილი სანიოლმა ოპტიმალური შემადგებლობა შეკრიბა(ნიკა გაგნიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და იური ტაბატაძე – ტრავმირებულები), მაგრამ ყველა ფეხბურთელი იდეალურ კონდიციებში ნამდვილად არაა – ზოგი ტრავმიდან ახლადაბრუნებულია(სანიოლმა ამაზე ისაუბრა), ზოგსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია. ახლა უმნიშვნელოვანესია, ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან წარმატების მომტანი ტაქტიკური სქემა ვიხილოთ.
საქართველოს ნაკრებმა 2025 წლიდან მოყოლებული ბევრი დაპირისპირება წააგო, მაგრამ 2026 წელს ამხანაგურ მატჩებში არ დამარცხებულა, რამაც ოპტიმიზმი დააბრუნა. რაც შეეხება ჩრდ.ირლანდიას, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იტალიასთან დამარცხდნენ(მათ შემდეგ საგზური ბოსნიას დაუთმეს). შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში უკრაინისა და უნგრეთის ნაკრებებიც არიან.
“ჯვაროსნების” ლიდერი და კაპიტანი, “ოქროს ბურთის” პრეტენდენტი ხვიჩა კვარაცხელია მზადაა, ისევე როგორც მისი მეწყვილე შეტევაში, გიორგი მიქაუტაძე. სანიოლი ამხანაგურ მატჩებში 3-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა და დიდი ალბათობით, აღარ შეცვლის. ზოგიერთი ფედბურთელის ბოლოდროინდელი რეგრესი თუ პროგრესი იქნებ ცვლილებებს ავალდებულებდეს, დაველოდოთ.
ჩრდ.ირლანდია ბურთის ფლობაზე ნაკლებად ორიენტირებულია, სწრაფი შეტევები და საჯარიმოში ხშირი ჩაწოდებები კი ახასიათებს. “ლივერპულის” ფეხბურთელი, კაპიტანი კონორ ბრედლი ტრავმირებულია; გამოვარჩევთ “ვესტ ბრომვიჩელ” ისააკ პრაისს. მათმა მწვრთნელმა ო’ნილიმ ახალგაზრდებს არარეალური მოლოდინებით არ დავტვირთავთო.
მთავარი არბიტრი ისრაელის წარმომადგენელი გრინფელდი იქნება. კაცი, ვინც თბილისში ორი წლის წინ ჩეხებთან (4:1 გავიმარჯვეთ) იმსაჯა. ახლაც ასეთივე დაწყებას ვისურვებდით!..
სავარაუდო შემადგენლობებს უცხოური გვერდების მიხედვით შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრებს ილუსტრირებულად(სატრანსფერო თანხებით), მეტოქისას კი საფეხბურთო კლუბებს მივუთითებთ.

საქართველო: მამარდაშვილი (4-3-3): მამარდაშვილი – კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ხარებაშვილი – ქოჩორაშვილი, გ.მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე – დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია(C);
ჩრდ. ირლანდია(3-4-2-1): ჩარლზი(ქპრ) – ჰუმე(სანდერლენდი), მაკკონვილი(ნორვიჩი), ბალარდი(სანდერლენდი) (C) – სპენსერი(ოქსფორდი), ჩარლზი(ფულემი), გალბრეითი(სტოკი), დევენი(სტოკი) – კელი(ბარნსლი), პრაისი(ვესტ ბრომვიჩი) – დონლი(ლუტონი).
