Foxnews-ის ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს წერილს სახელწოდებით: “უკრაინამ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა – ამიტომ ის ტრამპს მიეკედლა”. მასში აღნიშნულია, რომ იმედგაცრუება სააკაშვილის მხრიდან ყალბია.
საქართველოს პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ცდილობდა.
წერილში ნათქვამია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის პოსტის დატოვების შემდეგ, მას წასასვლელი აღარსად ჰქონდა და სტუდენტობის დროინდელმა მეგობარმა – უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, არამედ ქართული რეფორმებისა და მისი ადმინისტრაციული ენთუზიაზმისადმი სიმპათიის ნიშნად, ოდესის რეგიონის გუბერნატორადაც დანიშნა.
„სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ „უკრაინის ოლიგარქული წრეების ნაწილმა უსამართლო თამაში“ წამოიწყო. სააკაშვილის ასეთი განცხადება განსაკუთრებით ფარისევლურად ჟღერს. მასთან დაახლოებული პირია მოღალატე უკრაინელი პოლიტიკოსი სერგი ლეშენკო, რომელიც პოროშენკოს მოკავშირე გახლდათ, სანამ უკრაინის პრეზიდენტის აქტიურ კრიტიკას დაიწყებდა. ლეშენკო ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სკანდალშიც ფიგურირებს – კამპანიის მენეჯერი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების გატარებას ცდილობდა“,-აღნიშნულია Foxnews-ის ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში.
მისი ავტორი წერს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვით გამოწვეული იმედგაცრუება სააკაშვილის მხრიდან საკმაოდ ყალბად ჩანს, რადგან საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ის პოლიტიკური ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ცდილობდა, მისი ეს ნაბიჯი კი მოგვიანებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
“სააკაშვილის მოკლევადიანი გუბერნატორობა ოდესაში დიდი პიარითა და მცირე შედეგებით გამოირჩეოდა. მან დადგა დიდი წარმოდგენა, რომელშიც აჩვენა, თუ როგორ ჩაება ის რეგიონში მიმდინარე პროცესებში, თუმცა მოგვიანებით, მან კიევში დაიწყო უფრო დიდი დროის გატარება. ის სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო გადაცემებში; ცდილობდა საკუთარი ცნობადობა ქვეყნის მასშტაბით გაეზარდა და მიზანში პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი ამოიღო.
სააკაშვილმა კორუფციის ბრალდების გაქარწყლება ვერ შეძლო, ამიტომ უკრაინამ მოქალაქეობა ჩამოართვა
2017/08/07 18:00:15
კომენტარები
ნანახია: 2229 ჯერ