ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეობის მიმდევრები იმპერატორ ვალერიანეს ბედს გაიზიარებენ: თქვენ დაიჩოქებთ, – ასე გამოეხმაურა ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვით გამოსვლას საბერძნეთში.
„ისტორიის განმავლობაში ჩვენ, ირანელებს, გვიწევდა დაპირისპირება მათთან, ვინც თავს სამყაროს მბრძანებლად აცხადებდა და უძველესი ცივილიზაციების წაშლას ცდილობდა. ცეცხლითა და ალით მოვიდნენ, რათა მტვერსა და სირცხვილში წასულიყვნენ. ვინც ალექსანდრეს მემკვიდრეობისკენ ისწრაფვის, ვალერიანეს ბედს გაიზიარებს: დაიჩოქებთ”, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ ასევე გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ საბერძნეთში ვიზიტისას დასავლური ცივილიზაციის წარმოჩენა. მან რუბიო დაადანაშაულა ისტორიის შერჩევითი ინტერპრეტაციის გამოყენებაში, რომელიც ძველ საბერძნეთსა და თანამედროვე აშშ-ს ერთმანეთთან აკავშირებს ძალის გამოყენების ლეგიტიმაციის მიზნით.
