თურქეთში, ქალაქ ბოდრუმიდან 15 კილომეტრში, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედია ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:42 საათზე დაფიქსირდა.
კომენტარები