იტალიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. რომის შემოგარენში გაუსაძლისი სიცხეების გამო გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე დასახლება და ფერმები დააზარალა. მაშველებმა ორი გარდაცვლილის ცხედარი დამწვარ სახლებში აღმოაჩინეს. ხანდაზმული მამაკაცი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რეკორდული სიცხეების ფონზე, ტყის ხანძრების ყველაზე მძიმე მდგომარეობა სიცილიასა და კალაბრიაშია. ცეცხლის ჩასაქრობად სტიქიის ზონებში ათასზე მეტი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
კომენტარები