პარიზის პოლიციის პრეფექტურამ, უწყებამ, რომელიც ზედამხედველობას უწევს პარიზის პოლიციას, გადაუდებელი დახმარების სამსახურებსა და სხვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს – დაიცვა თავისი თანამშრომლების ქმედებები და “აგრესიულად განწყობილი” დემონსტრანტები გააკრიტიკა.
“ჩვენ უკან არ ვიხევთ არეულობის მომწყობი პირებისა და მათ წინაშე, ვინც სამართალდამცველებზე თავდასხმის მიზნით მოვიდა.” – ნათქვამია ზედამხედველი უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
“რესპუბლიკის მოედანზე პოლიციელებს აგრესიული პირები უპირისპირდებიან, რომლებიც ძალადობისთვის არიან განწყობილნი. ისინი მამაცურად და პროფესიონალურად ინარჩუნებენ პოზიციებს,” – აღნიშნავენ უწყებაში.
კომენტარები
