ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიებს შეეჯახა. შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველი და ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი ყვება, რომ ავტობუსი გზაზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, მაღაზიებს შეეჯახა.
„დავინახე, როგორ შემოფრინა მაღაზიის სახურავი პირდაპირ ავტობუსის მეორე სართულზე. ყველა ყვიროდა და ძალიან ბევრი სისხლი იყო,“ – ყვება თვითმხილველი.
ადგილზე 5 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. მგზავრებისა და დაშავებულების ევაკუაციისთვის ამწეს გამოყენებაც დასჭირდათ.
კომენტარები