მალოპოლსკის პოლიციის ცნობით, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოედანზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა „მანქანიდან შემთხვევითი გამვლელების მიმართულებით სროლა დაიწყო“.
კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეს პოლიციამ ესროლა და ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურებია მობილიზებული. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.
კომენტარები
