მოდიხარ და მეუბნები, დაივიწყეო, რა დავივიწყო? ირინას [ენუქიძე] ხმა დავივიწყო? ამათმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ არსებობს დანაშაული, რომელსაც ერი არ გპატიობს. არავის არასდროს ვაპატიებთ ოჯახის, ღმერთის და ღირსების შეურაცხყოფას, მიშამ და მისმა რეჟიმმა ეს ჩაიდინეს და მათ ეს არ ეპატიებათ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ.
მისივე თქმით, არის თარიღები და ფრაგმენტები, რომელსაც საზოგადოება ვერ ივიწყებს.
„7 ნოემბერი თავისი არსით იყო გირგვილიანი, იყო ბუტას მკვლელობა.
ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც არაფერში იყო საჭირო.
7 ნოემბერი არის დღე, როცა დემოკრატიის შუქურა ჩაქრა. ეს მიშამ უნდა წაიწეროს შუბლზე, რომ 7 ნოემბერს ჩაქრა ის დემოკრატიის შუქურა, რომელიც ასე „შემოგვტენეს“, რომელზეც იყო დახარჯული დიდი ფული და რომელზეც იყო ნამუშევარი ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ.
ძალიან მინდა, რომ ამ დარბაზში გაისმას ირინა ენუქიძის ხმა, როცა ის გვეუბნებოდა, თქვენი შვილებისთვის იბრძოლეთო. ეს ხმა უნდა ისმოდეს ყველგან. ირინა იყო და არის ქართველი დედის არქეტიპი. ახლა რომ მოდიხარ და მეუბნები, დაივიწყეო, რა დავივიწყო? ირინას ხმა დავივიწყო? ამათმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ არსებობს დანაშაული, რომელსაც ერი არ გპატიობს. არავის არასდროს ვაპატიებთ ოჯახის, ღმერთის და ღირსების შეურაცხყოფას, მიშამ და მისმა რეჟიმმა ეს ჩაიდინეს და მათ ეს არ ეპატიებათ“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
