2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ მიიჩნევდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი, 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერს მხოლოდ 19 მოშიმშილე იწვა პარლამენტის წინ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, 7 ნოემბერი სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია იყო.
„7 ნოემბერს, დილის 7 საათზე, როდესაც ყვითელში ჩაცმული პოლიციელების ტალღამ პარლამენტის წინ მთელი სივრცე გაავსო, იქ 19 ადამიანი ვიყავით, მოშიმშილეები. არანაირი საფრთხე იქიდან არ მოდიოდა. 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს. 2 ნოემბრის შემდეგ არანაირი აქტიურობა არ შედგა, ბუნებრივია, უამრავი ადამიანი იყო გაწბილებული, რომ ამას რეალური საქმე არ მოჰყვა.
თუ მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი, 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერს სახელმწიფოს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, 19 მოშიმშილე იწვა პარლამენტის წინ, ეგ იყო და ეგ, ხალხიც აღარ მოდიოდა, არანაირი ენერგია, რომ პროტესტი გაგვეგრძელებინა, არ გვქონდა.
გადახედეთ კადრებს და ნახეთ რაოდენობას იმ ჯალათებისა, რომელიც შეყარეს ერთად. ეს წინასწარ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც იყო დაეშინებინა ქართველი ხალხი და გაენადგურებინა ოპოზიცია“, – განაცხადა ხაინდრავამ.
