ბრიტანელი პოლიტიკოსი და ევროკომისარი ფინანსური ბაზრის საკითხებში, ჯონათან ჰილი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად მან რეფერენდუმის შედეგები დაასახელა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ჰილი, რომელიც „კონსერვატიული პარტიის“ წევრია, ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებდა.
გადადგომის შესახებ ჰილმა უკვე აცნობა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ჟან-კლოდ იუნკერს. რამდენიმე დღეში ის საქმეებს ლატვიელ პოლიტიკოსს, ვალდის დომბროვიჩს გადასცემს, რომელიც ამჟამად ევროს და სოციალური დიალოგის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებს. ჟან-კლოდ იუნკერმა ჰილის გადადგომის გამო სინანული გამოთქვა.
კომენტარები