„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, სადაც, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.
მიხეილ ჯანელიძე – ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტზე მიღებულ კონკრეტულ შედეგებს
2016/07/06 18:38:03
ნანახია: 1559 ჯერ