იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, რომელიც 1 ნოემბრამდე გრძელდება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდაა შესაძლებელი.
„თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, სრულწლოვანი ან 2018 წ. 1 ნოემბრისთვის გისრულდებათ 18 წელი და ამასთანავე:
ხართ რეგისტრაციიდან მოხსნილი, ამის გამო გაუქმებულია თქვენი პირადობის მოწმობა და რეგისტრირდებით კონკრეტულ, იდენტიფიცირებულ მისამართზე; არ ფლობთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ არც ერთ აქტიურ დოკუმენტს;
ისარგებლეთ აქციით და აიღეთ ახალი (ელექტრონული) პირადობის მოწმობა, საფასურის გადახდის გარეშე.
აქციის მოქმედების ვადაა: 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე.
https://sda.gov.ge/?page_id=12869
კომენტარები