ხაშურში, სოფელ ცედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.
ცნობისთვის, ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.
ტყის ხანძარს სოფელ ცედანში ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ.
კომენტარები