კახა კალაძე დღეს მეოთხე ბიჭის მამა გახდა. სოციალურ ქსელში ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ ახალშობილის და ოჯახის დანარჩენი წევრების ფოტო გამოაქვეყნა.
“ჩვენი სიყვარული და სიხარული გაჩნდა დღეს, დიდი ოჯახის პატარა წევრი-ნიკოლა . ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის!!!!
P.S. ჩემი გმირები- ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ”- წერს კახა კალაძე ფეისბუქში.
კომენტარები

