თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, ინსტაგრამის გვერდზე მილოცვებს პასუხობს და საზოგადოებას მადლობას უხდის:
“უაღრესად დიდ მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს, ამდენი თბილი წერილისა და ჩვენი ოჯახის სიხარულის გაზიარებისთვის.
ძალიან გამაბედნიერეთ და საოცარი დადებითი ენერგიით დამმუხტეთ,” – წერს ანუკი არეშიძე.
კახი კალაძესა და ანუკი არეშიძეს მეოთხე ბიჭი 4 სექტემბერს შეეძინათ. ახალშობილი 3.290 კგ- დაიბადა. წყვილს ახლა უკვე ოთხი შვილი ჰყავს: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა.’
კომენტარები
