ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1987 წელს დაბადებულ კონსტანტინე ედიბერიძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული პირი დღეს ბათუმში, ალი და ნინოს ძეგლზე ავიდა. სასამართლო დარბაზში ედიბერიძე მოსამართლეს პროცესის მიმდინარეობისას ეკამათებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მაგიდა ააყირავა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
„წინასწარ არავინ იცის რას გააკეთებს. მივდიოდი გზაზე, ძეგლზე ავძვერი და ხალხს ვეძახდი, რომ სელფი გადაეღოთ ჩემთვის და ვითხოვდი პლანის მოწევას. მოცვივდნენ, იძალადეს და მიწაზე მათრიეს“, – განაცხადა კონსტანტინე ედიბერიძემ სასამართლო დარბაზში.
დღეს ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა.
კომენტარები