პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს აკადემიაში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას მასწავლებელთა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზრდება. 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს“, – თქვა ბახტაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.
კომენტარები
