ქუთაისის აეროპორტიდან გადადებული რამდენიმე ავიარესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისის დროით მილანი მალპენსა – ქუთაისის მიმართულებით 20:45 წუთზე (იტალიის დროით 17:45) დაგეგმილი რეისი გაუქმდა. მანამდე მგზავრებს აცნობეს, რომ ავიარეისი 2 საათით 50 წუთით იგვიანებდა.
მგზავრებისთვის ჯერ უცნობია როდის შეძლებენ ქუთაისში გაფრენას. imedinews-ის ინფორმაციით, მილანი მალპენსას აეროპორტში ქუთაისის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს განუცხადეს, რომ ავიარეისის შეფერხების მიზეზი ქუთაისში ძლიერი ქარია.
მომხდარიდან მალევე Facebook-ზე განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმაც და განმარტა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე Wizz Air-ის საჰაერო ხომალდებიდან, კონკრეტულად კი დორტმუნდისა და ბერლინის ავიარეისებიდან ბარგის გადმოტვირთვა ვერ ხერხდება. მგზავრები ბარგის მიღებას სასურველ მისამართზე შეძლებენ.
