თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში მენინგოკოქცემიის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც მშობლებმა სკოლაში დეზინფექციის ჩატარება მოითხოვეს.
8 წლის გოგონა საავადმყოფოში 27 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სხვა ბავშვებზე ინფექციის გადადების საფრთხე არ არის.
კომენტარები
