საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ძლიერი ქარის გამო, 21:30 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან შესულია 389 შეტყობინება. უწყების ინფორმაციით, იმერეთიდან შევიდა – 300 შეტყობინება; სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 75; გურიიდან – 14.
იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა (200) დაფიქსირდა ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.
გურიაში – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.
სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 450 მეხანძრე-მაშველი.
