ია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:
“მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს შემიყვანეს სკოლაში საქართველოს ერთ-ერთ რაიონში.ძველი ,თლილი ქვებით აშენებული შენობა იყო,დიდი და მკვიდრი. ზამთარში ციოდა და პალტოებში შეფუთულები ვიჯექით.დაღლილი ინვენტარიც ძველი იყო და არც სხვა კომფორტი გვქონდა. სამაგიეროდ პედაგოგები გვყავდა არაჩვეულებრივები. საბჭოთა კავშირის ისტორიაც ისწავლებოდა გაძლიერებულად,პარტიის ყრილობების თარიღებსაც გვაზეპიებინებდნენ.პარალელურად სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდნენ,გალაქტიონს და ლეონიძეს გვაყვარებდნენ“ერთმანეთის მეგობრებად , მოკეთეებად გვზრდიდნენ. გვეუბნებოდნენ,რომ ცხოვრებაში მთავარია,იყო კეთილი,პატიოსანი,განათლებული,უფროს-უმცროსობის მცოდნე,გაჭირვებაში მოყვასის გვერდით მდგომი და ქვეყნის მოყვარული. მართლაც ამ პრინციპებით იცხოვრა ჩემმა თაობამ და ასე გადმოვედით 21-ე საუკუნეში. ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ვნახე. კომუნისტური ზეობაც და ეროვნული მოძრაობის ტალღის აგორებაც. მეც სხვებთან ერთად გულანთებული ვიდექი ცხრა აპრილის ღამეს მაშინდელ მხატვრის სახლთან,სხვებთან ერთად ვტიროდი დაღუპულებს,სხვებთან ერთად ვზეიმობთ დამოუკიდებლობის გამოცხადებას,სხვებთან ერთად არ მქონდა გაზი,შუქი,ვიდექი პურის რიგში,სხვებთან ერთად გადავიტანე საქართველოს ისტორიის უმძიმესი პერიოდი-ომი. მაშინ ერთად ვიყავით ადამიანები და გადავიტანეთ…დღეს კი როცა მეგონა არაფერი გამიკვირდებოდა,როცა მეგონა,რომ ქვეყანა წინ წავიდოდა და წესიერ,პატიოსან ადამიანებს ღირსეული ცხოვრება და სიბერე ექნებოდათ ,სწორედ ახლა აღმოვჩნდით ყველაზე უღირს მდგომარეობაში! დიდი კომუნისტური რეპრესიების გადავლის შემდეგ ადამიანების ასე აბუჩად კომუნისტები ვეღარ იგდებდნენ. ერთმა მუჭა ადამიანების ჯგუფმა ჩაიგდო ხელში მთელი ქვეყანა, ხრავს და დანარჩენებს ნასუფრალის ღირსადაც არ თვლის. დიდი ილიასი არ იყოს-როდემდე ჩემო ქვეყანავ,როდემდე?”,-წერს ქუთათელაძე.