28 თებერვალს საღამოს, სამეგრელოში, ზედა ეწერში მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი თენგიზ ნაზღაიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლადო ბედუკაძეს სცემა.
ავარიის დროს კიდევ ორი პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთ-ერთი ნაზღაიძის დედაა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული.
თენგის ნაზღაიძე 14 თებერვალს ლადო ბედუკაძის ცემის ფაქტზე დაკითხეს. ის ყოფილი პატიმარია, რომელიც 2006 წლიდან 2008 წლამდე იძებნებოდა და მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ. ნაზღაიძე 2008 წელს დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა.