„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თიანეთში პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის“ ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ხევსურეთსოფელში იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ერთ-ერთ ავტომობილს ამოწმებდნენ. ამ მომენტში, გზად დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მყოფ პოლიციელებს დაეჯახა, შედეგად კი 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1974 წელს დაბადებული მძღოლი – ზ.ბ, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო.
www.primetime.ge