თბილისში, “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისთან, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბანკის შესასვლელთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი, ბანკის დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სამივე მათგანი სამართალდამცველებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები