“სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2-ის“ წილები არც ყარამანიშვილებს, არც „ტვ საქართველოა“ და არც ნინო ნიჟარაძეს არ ეკუთვნის”, – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის უფლებები არ არსებობს ამ კომპანიასთან მიმართებით და ეს სასამართლომ დაადასტურა.
„ნინო ნიჟარაძესთან არანაირი კომუნიკაცია გვქონია და არც გვექნება, რადგან სასამართლომ დაადგინა, როგორც ყარამანიშვილებსა და „ტვ საქართველოს“ არ ეკუთვნის „რუსთავი 2-ის“ წილები, ასევე არ ეკუთვნის ნინო ნიჟარაძეს. შესაბამისად, მასთან კომუნიკაცია და შეხვედრები აზრს მოკლებულია. მე ვიცი, რომ მათ განცხადება შეიტანეს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და ედავებოდნენ, დაახლოებით, 30 თუ 40 მილიონს, ვერ გეტყვით ზუსტად თანხას, თუმცა ჩვენთვის ეს აქტუალური არ იყო. მესმის, რომ პროკურატურა თუ გამოავლენს რაიმე დანაშაულის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, თუ ვისია წილი, უნდა გააგრძელოს გამოძიება. თუმცა, ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, როცა შევიტყვეთ ამ გამოძიების დაწყებაზე და დღესაც, რომ ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის უფლებები არ არსებობს ამ კომპანიასთან მიმართებაში და ეს სასამართლომ დაადასტურა, დანარჩენს უკვე პროკურატურა გადაწყვეტს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
“როგორც ყარამანიშვილებსა და “ტვ საქართველოს“ არ ეკუთვნის “რუსთავი 2-ის“ წილები, ასევე არ ეკუთვნის ნინო ნიჟარაძეს”
2019/08/02 20:54:28
ნანახია: 1493 ჯერ