„საოცარ სტანდარტს ამკვიდრებს ირმა ნადირაშვილი – ჯერ დააბრალებ ადამიანს რაც გაწყობს, ხოლო პროკურატურას წყაროს არ დაუსახელებ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი სოსო მანჯავიძე წერს.
“საოცარ სტანდარტს ამკვიდრებს „ევროპული საქართველო“ და მისი ვარსკვლავი, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი. ჯერ დააბრალებ ადამიანს რაც გაწყობს, შემდეგ ამას საკუთარი მედიაქსელით საზოგადოებას თავს მოახვევ, როგორც ფაქტს და პროკურატურას ეტყვი, რომ წყაროს ვერ დაასახელებ, ანუ ქურდულს აწვები, რადგან პროკურატურაში წყაროს დასახელება, ჟარგონი რომ ვიხმაროთ – „ბოზურია“ და ეს ხალხი თავს ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლად ასაღებს. სინამდვილეში პოლიტიკური იმუნიტეტი აქვთ შექმნილი და ერთგვარი ქურდული „პოლოჟენიე“ აქვთ ქვეყანაში ხელშეუხებლობლობის გარანტიებით. ამისთვის კი ეს წყაროები და ჩიტები მოხერხებული ინსტრუმენტია. დამეთანხმებით, ალბათ, ეს ძალიან მავნე პრაქტიკაა და კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, სიტუაციას, რომელიც ქალბატონი პრეზიდენტის მოქმედებებმა სწორ ადგილზე დაძაბა. რას იზამ, არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემის შესაქმნელად წანამძღვრები არ სჭირდებათ. ისინი თვითონ ქმნიან პრობლემებს. არის ამაში თავისი ხიბლი, თუმცა ძვირი ჯდება ხოლმე“. – წერს სოსო მანჯავიძე.
სოსო მანჯავიძე – ირმა ნადირაშვილი ქურდულს აწვება?
2019/09/23 16:09:43
კომენტარები
ნანახია: 613 ჯერ