თურქეთის 15 სხვადასხვა პროვინციაში, თურქეთის პოლიცია დღეს დილიდან სპეცოპერაციას ატარებს.
ჩხრეკა ტარდება იმ კომპანიებში, რომლებიც ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ოპერაციაში 1000-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობს.
უკვე გაცემულია 180 პირის დაკავების ორდერი. 16 აგვისტოს ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის დროს პოლიციამ ასზე მეტი ადამიანი დააკავა. მთლიანად კი, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 35 ათასი ადამიანი დააკავეს. 17 ათასს პატიმრობა ოფიციალურად შეეფარდა.
კომენტარები