რუსეთში პეტერბურგის “პულკოვოს“ აეროპორტის ნაწილი ევაკუირებულია. სამართალდამცველებმა მგზავრების ნაწილი და აეროპორტის პერსონალი გამოიყვანეს. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსგავსი ზომები, შესაძლოა, ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების მიღებით იყოს განპირობებული.
კომენტარები