ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
“შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.
ამის შესახებ შავგულიძის განცხადებაშია ნათქვამი. შავგულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება.
და სხვა ვინ დარჩა იმ პარტიაში, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ? რას ბოდიალობენ?! ისედაც ევრონაცებში იყვნენ “ჩასიძებულნი”.
ხარჯების დაზოგვის მიზნით, ეტყობა ოფისის ქირის ბოლო გადასახადი გადაიხადეს [იმედია, არ “გადააგდეს” გამქირავებელი], “რუბილნიკი” გამორთეს, გაზი გადაკეტეს, კარი დაკეტეს და გასაღები “კოვრიკის” ქვეშ დაუტოვეს ‘ხაზეიკას“, – წერს გია აბაშიძე.
კომენტარები