“არჩევენებზე არის ასეთი დიდი აქტივობა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ იმას, რომ ამომრჩევლების ძალიან დიდ რაოდენობას, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, უბრალოდ არ სურთ იმ ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული მარცხის, 2008 წლის აგვისტოში ფეიკ გამარჯვებას ზეიმობდა და იმ ძალის, რომელიც დღეს, დილის 10 საათზე ზეიმობდა ავღანეთში „ნაციონალური მოძრაობის“ ფეიკ გამარჯვებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ავღანეთში კენჭისყრის პროცესი ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს.
„ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობას არ სურს, რომ ეს ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ქვეყანა დააყენონ ისევ რეგრესისა და ბორიტების გზაზე. მე ამას ვუკავშირებ ჩემს გუნდთან ერთად აქტივობას, რისთვისაც ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა. რაც მოგვდის პარტიული დანაყოფებიდან ინფორმაცია, „ქართული ოცნება“ მშვიდად, წყნარად იგებს ამ არჩევნებს, ბოროტი ძალები კი ცდილობენ იარაღით ირბინონ, ხალხი შეაშინონ და 8 საათზე შეიკრიბონ, რომ ადრე უზეიმიათ, რაღაც ტიპის ფეიკ გამარჯვება იზეიმონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.