იმ მელიას საქმე, რომელმაც გავრილოვი თავის მოწმედ მოიყვანა, ყოველთვის ცუდად იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველი ყველას დამცველი უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთი პიროვნების.
„ჩვენ კანონის მოთხოვნას ვუჭერთ მხარს. აქ კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ არის. რატომ უკეთიათ ელექტრო სამაჯურები 500-მდე ადამიანს და მათაც რატომ არ ვუხსნით ამ სამაჯურებს? სახალხო დამცველი ყველას დამცველი უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთი პიროვნების“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომენტარები