ჩემთვის ნიკა მელია, გავრილოვი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი მედლის ორი მხარე, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ევლინება მაშველ რგოლად და ამიტომ მიიჩნევა ერთი მედლის ორ მხარედ.
„ყოველთვის, მაშველ რგოლად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო და შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ არის ჩემთვის ერთი მედლის ორი მხარე გავრილოვი, „ნაცმოძრაობა“ და მელია, შესაბამისად, ასევე, ის ტელეარხები, რომლებმაც მოიპოვეთ ინფორმაცია და კონტაქტი გაქვთ გავრილოვთან. როგორც ჩანს, უფრო ახლოს ხართ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან და შეგიძლიათ დამატებით მასთან გააგრძელოთ კომუნიკაცია,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.