არ შემიძლია, რამდენიმე სიტყვით ბატონ ელისაშვილს არ ვუპასუხო. დრო იხელთა, იფიქრა, წულუკიანი აქ არ არის და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. თეა წულუკიანი უკეთესად გასცემდა პასუხს, ვიდრე მე მოვახერხებ, მაგრამ არ არის ძალიან ღირსეული საქციელი ასეთი ქცევა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მისამართით, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე განცხადებით, ტყუილების ლაპარაკი ღირსეული საქციელი არაა.
„თეა წულუკიანი, ამ რვა წლის განმავლობაში, მართლაც სადარაჯოზე ედგა ქართულ მართლმსაჯულებას. ამის ყველაზე კარგი დასტური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ სტრასბურგიდან. ასევე, დასტურია ის საქმე, რომელიც ძალიან მალე დაიწყება ჰააგის სასამართლოში და არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგიდან მიგვიღია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.