გავრილოვთან კავშირი აქვთ და როგორც კი დასჭირდებათ, სასწრაფოდ მას იყენებენ, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია და გავრილოვი ორკესტრირებულად მოქმედებდნენ. მათ გავრილოვი კიდევ ერთხელ დასჭირდათ. მოიხმეს, დაუკავშირდნენ. თავისთავად ცხადია, საინტერესო მომენტია ის, რომ გავრილოვთან კავშირი აქვთ და როგორც კი დასჭირდებათ, სასწრაფოდ მას იყენებენ იმისათვის, რომ თავისი მიზნები განახორციელონ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, – ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ.პირველის“ ეთერში გააკეთა.
სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავრილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.