ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ნიკანორ მელიას ზვარაკად წარმოდგენის გეგმა დიდი ხანია დამუშავებულია „ნაცმოძრაობასა“ და იმ ადამიანებში, ვისაც საცივში თავჩაყოფილები ეძახეს სულ ახლახანს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„იმის გამო, რომ ვერ მოხდა პროვოცირება მასობრივი დაპირისპირებისა სახელმწიფო სტრუქტურებთან, შესაძლოა აი ამ სვლამ გაუმართლოს, მაშინ, როცა სასამართლოც და პროკურატურაც ძალიან ლოიალურები იყვნენ მის მიმართ, როცა სამაჯური მოიხსნა და გადააგდო“, – აღნიშნავს ვოლსკი.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
კომენტარები