2005 წლიდან. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ეს პროცესი მხოლოდ საქართველოში არ მიდის. რუსეთს დაპყრობილი აქვს სამი მეზობელი ქვეყნის ტერიტორია – ზუსტად ანალოგიურად მიმდინარეობს ყველაფერი იქაც. ერთი „გავრილოვია“ უკრაინაში, „კრებითი გავრილოვი“ გვყავს აქ ფანჩატურში და ამას ვამბობ 2005 წლიდან. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები. იქვე არის გამოზრდილი ელენე ხოშტარია, რომელმაც ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში. მთელი ამბავი, რომელიც მოხდა მაშინ, მისი მონაწილეობით იყო. ძნელად წარმომიდგენია, რომ როდესაც 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა დიპლომატიის სასწავლებლად მიდიხარ მოსკოვში, ის და გრიგოლ ვაშაძე, ხოლო დანარჩენები – სააკაშვილი, ბეჟუაშვილი და ვარშალომიძე წავიდნენ კიევში, იმავე სასწავლებელში. მეტსაც გეტყვით, მეორე კურსიდან რომ გააგდეს, უშიშროების ჯარში მსახურობდა და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ფიცს როგორ კითხულობს… ჩვენ შეგვიძლია შედეგების მიხედვით დავინახოთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში. მე ვიყავი 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში მოლაპარაკების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებთან, ისე რუსეთთან. არც ერთი მოლაპარაკება არ გამართულა ჩემს გარეშე. აფხაზეთთან დაკავშირებით ჰქონდათ, რა თქმა უნდა, რაღაც გეგმები, მაგრამ აზრადაც არ ჰქონიათ არანაირი „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“. 2008 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობდა დიდი რუსული სამხედრო სწავლება და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული იყო სქემა, როგორ ამუშავებდნენ საქართველოში შემოჭრას. ეს სწავლება რომ მორჩა, დაქოქილი ტანკები იდგა გვირაბის გადაღმა და მწყემსებიც კი ამბობდნენ, რომ იქ რუსეთის ტანკები იდგნენ და ელოდებოდნენ ნიშანს. კოდორს აფხაზეთთან არასდროს არ ჰქონია კავშირი – „ნაცმოძრაობამ“ ზემო აფხაზეთი დაარქვა და აფხაზეთს გადასცა. განაიარაღეს ადგილობრივები და ჩააბარეს ეს მიწა. რუსები იქ რომ ავიდნენ, ყუთებში დაწყობილი ნატოს შეიარაღება დახვდათ. რა უნდოდა კოდორში ამ იარაღს? ეს ყველაფერი გეგმაზომიერად ხდებოდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.