ირმა ზავრადაშვილისთვის ერთ დღეში 36 000-მდე საქართველოს მოქალაქის გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ტრაგედია არ არის.
“ამაში ტრაგედიას რას ხედავთ? მილიონზე მეტი ადამიანია საქართველოდან სამუშაოდ გასული. ჩემი ოჯახიც 25 წელია ემიგრანტია და გერმანიაშია დღემდე. ამაში რას ხედავთ ტრაგედიას, რომ ოფიციალურად და არა არალეგალურად ადამიანებმა სამთვიანი პროგრამით სამუშაოდ წასვლა მოითხოვეს. მესმის, რომ 36 000-ია, სამი თვით მუშაობის სურვილი გამოთქვეს და უკან უნდა დაბრუნდნენ გარკვეული გამოცდილებითა და ანაზღაურებით. მილიონი ადამიანი რომ გადიოდა და არალეგალურად მუშაობდნენ და დაზღვევა არ ქონდათ და ამაში არავის დაგინახავთ ტრაგედია და ახლა, როცა სამთვიანი პროგრამით გარკვეული ცოდნით ხალხი უკან უნდა დაბრუნდეს, ამაში ტრაგედიას რატომ ხედავთ?”, – აცხადებს ზავრადაშვილი