2024 წლისთვის დავასრულებთ 200 კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს, – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს.
„ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს.სწორად ამიტომ, პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
კომენტარები