მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს.
„მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გენეტიკურ კოდში უდევთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. როცა ხელისუფლებაში არ არიან და პროკურატურა და სასამართლო დამონებული არ ჰყავთ, როგორც თავის დროზე ჰყავდათ, ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამწუხაროდ, ნიკა მელიაც უერთდება, იჭერენ ნიკა მელიას.
ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებენ და ყველა მათი გადწყვეტილება აქეთ მიდის. ალბათ, დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. მიხეილ სააკაშვილი წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს, ლიდერს, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს. ნიკა მელია გირაოს თუ გადაიხდის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.