გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვებას უცხოური მედია ეხმიანება.
ტელეკომპანია “დოჟდ” წერს, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა ოპოზიონერი პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ დატოვა. ტელეკომპანია გახარიას განცხადებას ციტირებს და წერს, რომ როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი თანაპარტიელები მელიას დაპატიმრებას ემხრობოდნენ, თავად კი, მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმება იმას, მელია დამნაშავეა და ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა, მაგრამ საზოგადოების პოლარიზაციის მომენტში, პანდემიასთან ბრძოლის დროს და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, უადგილოდ მიიჩნევს ოპოზიციონერი დაკავებას.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ გახარიამ თანამდებობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო, ამასთანავე, ისიც აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან არსებული უთანხმოება გახდა ნიკა მელიას დაკავების შესახებ.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს, გახარიამ აღნიშნა, რომ მელიას დაკავება “საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს”. ასევე, გახარიას ციტირებს, რომელმაც თქვა, რომ “მელია ქართულ კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და 2019 წლის 20 ივნისს ხალხს პარლამენტის შტურმირკენ მოუწოდებდა და იყო ამ შტურმის ერთ-ერთი ორგანიზატორი”.
“რია ნოვისტი” წერს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში აპლოდისმენტებით შეხვდნენ და სკანდირებდნენ, რომ გაიმარჯვეს.