საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარაი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მისი გადადგომის შესახებ წერს.
გახარია იმედს გამოთქვამს, რომ გადადგომით ქვეყანაში სიტუაცია დეესკალირდება.
„მე მჯერა, რომ დაპირისპირება და მეტოქეობა ქვეყნის შიგნით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ, მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, იმ იმედით, რომ არსებულ პოლიტიკურ სივრცეში შემცირდება პოლარიზაცია და სიტუაცია დეესკალირდება,“ -წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“
დღეს გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
კომენტარები