საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.
„თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი, მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ ბატონი ირაკლი. ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო საქართველოს და ვემსახურო საქართველოს თქვენი გვერდში დგომით“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.