პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.
2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძემ წარუდგინეს.
დღესვე, 15:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგში ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვაა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება.