დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.
„ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და ასე ვთქვათ, გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ედვროპული, თანამედროვე, ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები