ჩხოროწყუს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა ბანდელაკმა პარტია დატოვა. ამის შესახებ პაატა ბანდელაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მოგესალმებით, მეგობრებო! ეს ჩემი პირველი და ბოლო პოსტია ამ თემაზე. მოკლედ გეტყვით, რომ ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მე 2003 წლიდან დღემდე ვიყავი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, არასდროს მიმიტოვებია პარტია. ახლა კი დადგა მომენტი, როცა მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება გარკვეული მიზეზების გამო. დღეიდან აღარ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და ვტოვებ პარტიას!“, – წერს პაატა ბანდელაკი.
კომენტარები